“ართანასა და ფშაველთან, ალპურ ზონაში შეინიშნება დაკვამლიანების რამდენიმე კერა”
კახეთში, სოფლებთან – ართანასა და ფშაველთან, ალპურ ზონაში შეინიშნება დაკვამლიანების რამდენიმე კერა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხანძრის ტყის მასივზე ან სოფლებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
მათივე ცნობით, ხანძრის ტყის მასივზე ან სოფლებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
“კახეთში, სოფლებთან – ართანასა და ფშაველთან, ალპურ ზონაში შეინიშნება დაკვამლიანების რამდენიმე კერა. ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. ართანასთან მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სხვა კერებზე ტარდება მონიტორინგის სამუშაოები და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები საჭირო რეაგირებისთვის მზად არიან.
ამ დროისთვის, ხანძრის ტყის მასივზე ან სოფლებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს”, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.