დავით ბაქრაძე: ამ ქვეყანაში არასტაბილურობას საარჩევნო საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება შექმნის

“ევროპული საქართველოს” წევრი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება ქვეყანაში არასტაბილურობას შექმნის.

მისივე თქმით, დღესაც მაქსიმალურად თავშეკავებული იქნება, რომ ოპოზიციისკენ ისრების გადატანის საბაბი არავის მიეცეს.

“ხედავთ, რომ ორი დღის განმავლობაში ჩვენ, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია ვითმენთ შეურაცხყოფებს, ვითმენთ აბსოლუტურად მიუღებელ და აგრესიულ გამოსვლებს. ეს ხდება ერთადერთი მიზეზით, არ მივცეთ საბაბი უმრავლესობას, რომ ოპოზიციასთან კონფლიქტის საბაბით ჩააგდონ და არ მიიღონ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ამიტომ, დღესაც მაქსიმალურად თავშეკავებული ვიქნები, რომ არავის არ მიეცეს საბაბი ოპოზიციისკენ გადმოიტანოს ისრები, რომ თითქოს ჩვენთან დაპირისპირების გამო ხდება ეს. ვიტყვი იმას, რომ ქვეყანა ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას. თუ რამე შექმნის ამ ქვეყანაში არასტაბილურობას, შექმნის სწორედ პროპორციული სისტემის ჩაგდება ამ კენჭისყრაზე და პასუხისმგებელი ამაზე იქნება მთლიანად “ქართული ოცნების” პოლიტიკური შემადგენლობა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით”, – განაცხადა ბაქრაძემ.

საარჩევნო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრა ხვალამდე გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები