ირაკლი კობახიძე: ვეცდებით, კანონპროექტის სისწორეში დეპუტატები ხვალამდე დავარწმუნოთ

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს დილით პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციურად განწყობილი თანაგუნდელების დასარწმუნებლად ცოტა დრო ჰქონდათ, ამიტომ მმართველი გუნდი ხვალამდე კვლავ შეიკრიბება და საარჩევნო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ იმსჯელებს.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალამდე შეეცდებიან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოწინააღმდეგე თანაგუნდელები კანონპროექტის სისწორეში ხვალამდე დაარწმუნონ.

“გვქონდა ძალიან ცოტა დრო. დღეს დეპუტატებთან შეხვედრაზე პრაქტიკულად განხილვაში ვერ შევედით, ვეცდებით, ხვალამდე დავარწმუნოთ ისინი კანონპროექტის სისწორეში. 30 დეპუტატმაც რომ არ მისცეს ხმა კანონპროექტი ჩავარდება, ჩვენ შევეცდებით ეს ფაქტი არ დავუშვათ”, – აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტში საარჩევნო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრა, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, ხვალისთვის გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები