დიმიტრი ხუნდაძე : რატომ ვართმევთ მოქალაქეებს უფლებას, რომ მათ ჰყავდეთ საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში?

შეიძლება სამთავრობო კოალიციები ისეთ პარტიებს შორის შეიქმნას, რომელთა იდეოლოგიები და პროგრამები ერთმანეთთან რთულად თავსებადია, ამგვარმა კოალიციურმა შეთანხმებამ პოლიტიკურ სისტემაში შეიძლება პროგრამულ-იდეოლოგიური აღრევა გამოიწვიოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილება.

ხუნდაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ირაკლი კობახიძესაც მიმართა და აღნიშნა, რომ მის ნაშრომს “კონსტიტუციური სამართალი” პატივს სცემს.

“მე არ ჩავეწერე კითხვებში პირველი, რათა მომესმინა ჩემი კოლეგების დამოკიდებულება, თუმცა ჩემთვის არ იყო უცხო და ვფიქრობ, არც თქვენთვის. მე მინდოდა უმრავლესობის სხდომაზე საუბარი, რადგან ბატონო ირაკლი მე თქვენ პატივს გცემთ, პატივს ვცემ თქვენს განათლებას, თქვენ შექმენით წიგნი კონსტიტუციური სამართალი ძალიან საინტერესოა, ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი კითხვების საფუძველი კიდევ უფრო გამყარდა, როცა გავეცანი თქვენს ნაშრომს. უმრავლესობის სხდომაზე მე თქვენი წიგნით მინდოდა მესაუბრა თქვენთან, მე მჭირდება ძირითადად სამ ძირითად საკითხთან დაკავშირებით პასუხები, ერთი რატომ ვართმევთ მოქალაქეებს უფლებას, რომ მათ ჰყავდეთ საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში? მეორე საკითხი ეს არის რისკები, რომელიც შეიძლება მოყვეს პროპორციული სისტემით არჩევნების შემდეგ მთავრობის ჩამოყალიბების და სტაბილურობის შენარჩუნების საკითხს? თქვენს წიგნში გიწერიათ, რომ ხშირად კოალიციური მთავრობის დროს არსებითი საკითხების მიღება რთულდება და ჭიანურდება, შეიძლება შეიქმნას სამთავრობო კოალიციები ისეთ პარტიებს შორის, რომელთა იდეოლოგიები და პროგრამები რთულად თავსებადია ერთმანეთთან, ამგვარმა კოალიციურმა შეთანხმებამ შეიძლება გამოიწვიოს პროგრამულ იდეოლოგიური აღრევა პოლიტიკურ სისტემაში, შესაძლო დამდგარი ქაოსის აუცილებელი წინაპირობა იქნება, პროპორციული სისტემის პირობებში მცირე პარტიებმა არა პროპორციულად დიდი ძალაუფლება შეიძლება მოიპოვონ. კიდევ ერთი კითხვა, ჩვენი შეთანხმება 2024 წელს გადასვლა პროპორციულ სისტემაზე სწორი იყო, რომ პარალელურად მომხდარიყო ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება და შუამავალი რგოლი მაჟორიტარულის სახით აღარ დასჭირდებოდა მას მთავრობასთან ურთიერთობაში. თქვენ წახვედით კომპრომისზე მე ვიცი, სწორი იყო თქვენი დამოკიდებულება, რამაც ჩემს კომპრომისულ გადაწყვეტილების მიღებაზე დადებითად იმუშავა, რომ თქვენ შეეცადეთ ყველაფერი დაგეთმოთ, რომ სტაბილურობა ქუჩაში, პოლიტიკურ ველზე და საზოგადოებაშიც დამკვიდრებულიყო, რამეთუ იყო კრიზისული სიტუაცია, არასამთავრობო სექტორმა, საზოგადოების მცირე ჯგუფმა შექმნა მოლოდინი თითქოს საზოგადოება ითხოვს მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას, რა მიიღეთ? მიიღეთ ქუჩაში სამ თვიანი არეულობა და ამ ყველაფრით ქვეყანა დადგება ქაოსის წინაშე, ეს ქვეყანა არ არის საცდელი ობიექტი და ამით ხელი ეწყობა დესტრუქციულ ძალას”, – განმარტა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები