მეუფე გერასიმე: ჩვენი პატრიარქი ამას იმსახურებს, მისი ღვაწლი უნდა იყოს დაფასებული 

ზუგდიდში კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მხარდამჭერი მსვლელობა დასრულდა.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს თქმით, დღევანდელი მსვლელობა-ლიტანიობა ბოლო პერიოდის მოვლენების გამოხმაურებაცაა.

“სულ ვამბობთ და ახლა დროა საქმით დავამტკიცოთ, ჩვენი პატრიარქი ამას იმსახურებს, დღევანდელი მსვლელობა ბოლო მოვლენების გამოხმაურებაცაა. პატრიარქის ღვაწლი უნდა იყოს დაფასებული”,- განაცხადა მეუფე გერასიმემ.

შეგახსენებთ, რომ მეუფე გერასიმეს ლოცვა – კურთხევით დაიგეგმა ზუგდიდში პატრიარქის მხარდასაჭერი მსვლელობა, რომელშიც სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო პირები მონაწილეობენ. მსვლელობა – ლიტანიობა ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში დასრულდა, სადაც მეუფე გერასიმემ პარაკლისი ჩაატარა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები