სანდრო ბრეგაძე: ზაფხულში ლევან აკინმა ​პატარა ბავშვები მოტყუებით წაიყვანა ქალაქგარეთ და ფილმისთვის გარკვეულ სცენებში გადაიღო

„დამიკავშირდნენ არასრულწლოვნების მშობლები. ზაფხულში ლევან აკინმა ​პატარა ბავშვები მოტყუებით წაიყვანა ქალაქგარეთ და გადაიღო ისინი გარკვეულ სცენებში, რომლებიც არის ამ ფილმში გამოყენებული”, – ამის შესახებ „ქართული მარშის” ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა. მისი თქმით, მშობლები მზად არიან პროკურატურაში სარჩელი შეიტანონ.
​„ბავშვები მოატყუა, რომ ის იღებდა რაღაც საბავშვო ფილმს ქართულ ცეკვაზე და ამის შემდეგ ეს ბავშვები გამოიყენა თავის პროპაგანდისტულ ფილმში. ეს მშობლები მზად არიან, პროკურატურაში შეიტანონ სარჩელი, უჩივლონ მას. ეს არის ბავშვთა უფლებების დარღვევა, რის გამოც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება აუცილებლად ლევან აკინს და ფილმის მესვეურები ალბათ დაპატიმრებულები იქნებიან. დღეს მელაპარაკა ერთი მშობელი, მაგრამ მან როგორც მითხრა ეს ეხება ხუთ-ექვს ბავშვს, კადრებიც გამომიგზავნა, სადაც მისი შვილია გადაღებული“, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები