ზუგდიდში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მხარდამჭერი მსვლელობა მიმდინარეობს

ზუგდიდი-ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, დადიანების ვლაქერნის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის ეზოდან, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძრამდე, ილია მეორის მხარდასაჭერი მსვლელობა-ლიტანიობა იმართება.

“დღევანდელი მსვლელობა საინიციატივო ჯგუფის,ასევე მოსახლეობის ინიციატივით და მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ტარდება. ჩვენ ამით გამოვხატავთ პატრიარქისადმი სიყვარულს, რადგან ის 40 წელია არის ჩვენი წინამძღვარი“, – განაცხადა მსვლელობა-ლიტანიობის ორგანიზატორმა ხატია ჯანაშიამ.

ლიტანიობის შემდეგ ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში მეუფე გერასიმე პარაკლისს ჩაატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები