“გალერია თბილისთან” სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენენ

“გალერია თბილისთან“, სადაც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება უნდა გაიმართოს, სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენენ.

მათ თან აქვთ ტრანსფარანტები ლოზუნგით – “ფილმის გამშვებიცა და დამნახავიც იესო ქრისტეს მაგინებელია“.

​ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა ცოტა ხანში დაიწყება. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული.

ფოტო: პირველი არხი 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები