მარიამ ჯაში: სახელმწიფო იმოქმედებს სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში, რადგან კულტურა ცენზურის გარეშეა

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის თქმით, დღეს ფილმ “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერასთან დაკავშირებით, დაანონსებულ პროცესებზე სახელმწიფო სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში იმოქმედებს. როგორც მან აღნიშნა, კულტურა ცენზურას არ ექვემდებარება.

„საქართველოს სახელით “ოსკარის” ხუთეულისთვის ფილმი “შინდისი“ იბრძვის, სადაც მოთხრობილია შინდისის გმირების ისტორია. “და ჩვენ ვიცეკვეთ” შვედეთის სახელით გადის, ამდენად, პრიორიტეტს იმ ფილმს მივანიჭებდი, რომელიც საქართველოს კინოინდუსტრიის მხრიდან არის არჩეული და წარდგენილი. ოკუპაციისა და უდიდესი გმირობის მსოფლიოსთვის გაცნობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია “შინდისის” პოპულარიზაცია. შესაბამისად, ეროვნული ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს სახელით წარდგენილი ფილმის პოპულარიზაციაზე. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, სახელმწიფო იმოქმედებს სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში, რადგან კულტურა არის ცენზურის გარეშე“, – განაცხადა ჯაშმა.
შეგახსენებთ, დღეს შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები