“ერეკლეობა 2019”-ზე თელავის საპატიო 7 მოქალაქე დაჯილდოვდა

“ერეკლეობა 2019″-ზე თელავის მერმა წლის საპატიო მოქალაქეები გამოავლინა. 7 საზოგადო მოღვაწეს შოთა ნარეკლიშვილმა სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
​თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განმარტებით, მათ ჯილდო თელავის და თელაველებისთვის გაწეული ღვაწლისთვის გადაეცათ.

„ჩვენ დავაჯილდოვეთ საპატიო თელაველები, მათ თელავის წინაშე განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით”, – აღნიშნა ნარეკლიშვილმა.

„ეს არის უდიდესი პატივისცემა ჩემთვის,რომ ასე გამომარჩიეს და ჩემი საყვარელი ქალაქის საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს“, – ამბობს ბელა აფხაზავა, რომელიც თელავის საპატიო მოქალაქე გახდა.

საპატიო თელაველების გამოვლენა და მათთვის ტიტულის მინიჭება ტრადიციულად, ყოველ ერეკლეობას იმართება.
ცნობისთვის, თელავში “ერეკლეობა 2019” 7 ნოემბერს, სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები