ბიძინა გიორგობიანი: ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან მიმდინარეობს ქრისტიანული სარწმუნოების დევნა და ეკლესიას მის წინააღმდეგ დევნის მოგერიების ძალიან დიდი გამოცდილება აქვს
„ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან მიმდინარეობს ქრისტიანული სარწმუნოების დევნა და ქრისტიანულ ეკლესიას მის წინააღმდეგ დევნის მოგერიების ძალიან დიდი გამოცდილება აქვს,“ – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„მინდა, მთელი საქართველოს და პირველ რიგში ამ ადამიანების გასაგონად ვთქვა, რომ ის, რაც ვიხილეთ პატრიარქთან გამომშვიდობებისაც, ის, რა ერთიანობაც აჩვენა ქართველმა ხალხმა სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, ისეთივე ერთიანობა იქნება საქართველოს ეკლესიის გარშემო. ასეთივე ერთიანობით, ერთგულებით და ერთი სულისკვეთებით დაიცავს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობას ქართველი ერი და ამას წყალი არ გაუვა. ეს ნამდვილად ასე იქნება“, – განაცხადა გიორგობიანმა.