მედია: ირანმა კონფლიქტის დასრულების შესახებ აშშ-ის სამშვიდობო გეგმას უპასუხა
ირანმა კონფლიქტის დასრულების შესახებ აშშ-ს სამშვიდობო გეგმაზე ოფიციალური პასუხი გაუგზავნა და ვაშინგტონის რეაქციას ელოდება,- ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო “ტასნიმი” წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
“აშშ-ს მიერ შემოთავაზებულ 15 პუნქტზე ირანის პასუხი ოფიციალურად გუშინ საღამოს გაიგზავნა, შუამავლების მეშვეობით. ირანი მეორე მხარის რეაქციას ელოდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ირანმა თავის პასუხში თეირანის წინააღმდეგ აგრესიის დასრულებისა და კონფლიქტის განმეორების თავიდან ასაცილებლად პირობების შექმნის აუცილებლობის შესახებ განაცხადა.
გარდა ამისა, თეირანი მოითხოვს ზარალის ანაზღაურებას, ასევე გარანტირებულ რეპარაციებს და “ყველა ფრონტზე“ კონფლიქტის დასრულებას.
გარდა ამისა, Tasnim-ის ცნობით, ირანი ჰორმუზის სრუტეზე მისი სუვერენიტეტის აღიარებას მოითხოვს.