ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი – “საზღვრის დამრღვევთა” და დაკავებულთა რაოდენობამ ოქტომბერში იმატა
ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთის “უშიშროების კომიტეტში” განაცხადეს, რომ ოქტომბერში ე.წ. საზღვრის დარღვევის 39 შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ როდესაც სექტემბერში 26 შემთხვევა იყო დაფიქსირებული.
მათივე ინფორმაციით, 16 შემთხვევა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევაა, 23 კი, სასაზღვრო რეჟიმის.
„პროცესუალური ქმედების შედეგად დამრღვევთა მიმართ ადმინისტრაციული ხასიათის ღონისძიება გატარდა. 26 ადამიანი დაჯარიმდა, 4 რესპუბლიკიდან იქნა გაძევებული, 9 ადამიანზე გაფრთხილება გავრცელდა“, -ნათქვამია განცხადებაში.