მამუკა მდინარაძე: ანა დოლიძე პოლიტიკურ განცხადებებს ხშირად აკეთებს

ანა დოლიძე პოლიტიკურ განცხადებებს ხშირად აკეთებს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოთხოვნას, საბჭოს არამოსამართლე წევრისთვის ანა დოლიძისთვის საბჭოს წევრობის უფლების ჩამორთმევის საკითხს.

“ის პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს ძალიან ხშირად. ეს, შეიძლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელიმე წევრმა მისი გაწვევის საფუძვლად მიიჩნია. თუმცა მე არა მგონია, ეს იყოს მისი გაწვევის საფუძველი. ამ შემთხვევაში პრობლემა შეგვექმნება ზოგადად არა მარტო გუნდს, პრეზიდენტს, იუსტიციის საბჭოს წევრს, ანა დოლიძეს ან საკუთრივ რომელიმე ადამიანს თუ სუბიექტს. არამედ ზოგადად შეიქმნება პრობლემა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან ხომ არ გვაქვს პრობლემა”, – აღნიშნა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის საბჭოს წევრობის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. მოტივად საბჭო ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები