რუსი გენერალი, რომელიც 2008 წლის ომში აქტიურად იყო ჩართული, გარდაიცვალა

რუსი გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი ნოგოვიცინი გარდაიცვალა.

ნოგოვიცინი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთის გენშტაბის სახელით ყოველდღიურ პრესკონფერენციებს მართავდა.

გენერალი 67 წლის იყო. მისი გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.

2008 წელს ნოგოვიცინი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

გენერალი სხვა ჯილდოებთან ერთად ე.წ სამხრეთ ოსეთის ღირსების ორდენსაც ატარებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები