ლევან დავითაშვილი მთაწმინდიდან კუს ტბამდე ტერიტორიის გამწვანების შესახებ ბიძინა ივანიშვილის ახალ პროექტს დადებითად აფასებს

ბიძინა ივანიშვილის ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც თბილისში, მთაწმინდიდან კუს ტბამდე, დაახლოებით 400 ჰექტარი ტერიტორიის გამწვანდება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გამოეხმაურა.

“მისასალმებელია კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის დაწყება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზადყოფნას გამთქვამს სრული მხარდაჭერა გამოხატოს და კომპეტენციის ფარგლებში, კვალიფიციური სპეციალისტებით ჩაერთოს პროექტის განხორციელებაში. დღეს მსოფლიო კლიმატის ცვლილების პირობებში, როდესაც მიწის გამოშრობის პროცესი მიმდინარეობს, ურბანულ დასახლებებში გამწვანება აუცილებელი პირობაა, იმისათვის, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მძიმე შედეგები შევარბილოთ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ახალი პროექტი კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები