გიორგი ანდრიაძე: მეუფე პეტრემ მამათმავალი პირები უნდა დაასახელოს და ეკლესიამ ისინი უნდა მოკვეთოს

მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესიაში მამათმავალი პირები არიან, მან ისინი უნდა დაასახელოს და ეკლესიამ ასეთი პირები უნდა მოკვეთოს, – ამის შესახებ პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრმა გიორგი ანდრიაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ანდრიაძის თქმით, ეს მეუფე პეტრემ საკუთარი თავის რეაბილიტაციისთვის უნდა გააკეთოს.

„ეპისკოპოსებმა პირველივე დღიდან გააკეთეს განცხადებები და მოუწოდეს მეუფე პეტრეს სინანულისაკენ, შერიგებისაკენ. ამის გაგრძელებაა ჩემი ინიციატივა: თუ მეუფე პეტრეს უნდა ოდნავი მაინც რეაბილიტაცია , რაც დაიწყო, ცილისწამების კამპანია, შეურაცხყოფა პირველი იერარქის მიმართ, ამის მონანიების ერთერთ ოპტიმალურ გზად მეჩვენება, რომ დაასახელოს მამათმავალი პირები ეკლესიაში.

ის აცხადებს, რომ საქართველოს ეკლესიაში მამათმავალი პირები არსებობენ, მან ისინი უნდა დაასახელოს და ეკლესიამ ისინი უნდა მოიცილოს, მოიკვეთოს.
ეს ცილისწამების ნიაღვარი, რომელიც გაჟღერდა მედიით და გახდა საერთაშორისო საზოგადოების კუთვნილება, საერთაშორისო დონეზე მოხდა საქართველოს ეკლესიის და თავად ქვეყნის რეპუტაციის შელახვა, საჭიროა რაღაცა ფორმით გამოსწორდეს. რაღაცა ფორმით გამოსწორება ისაა, რომ ადამიანი დაასახელებს, რომ ასეთი პირები არსებობენ და ეს პირები უნდა მოსცილდნენ ეკლესიას. მე განვაცხადე ისიც, რომ ასეთი პირები თუ არიან, ისინი არიან ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან, შემდეგ შევარდნაძის და სააკაშვილის დროს უშიშროების მიერ სპეციალურად ჩანერგილები ეკლესიაში. მათი მიზანი იყო ეკლესიის რეპუტაციის შელახვა. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი პირები არსებობენ , მით უმეტეს, როცა ამას აცხადებს მეუფე პეტრე, რომელიც, ფაქტობრივად , ახალაიების ოჯახის წევრი და უახლეოსი მეგობარია. ის არის მთელი იმ ფაშისტური მანქანის, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ერქვა, ინფორმაციის მქონე. შესაბამისად, მას შეიძლება ეს ინფორმაცია ნამდვილად ჰქონდეს“, – განაცხადა ანდრიაძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები