ლაშა ქოჩიაშვილი გიგა ბოკერიას: მართალ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თქვენი დარწმუნება არ მჭირდება

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლაშა ქოჩიაშვილს უსმენენ თავად მოსამართლეობის კანდიდატი და “ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

კამათი გიგა ბოკერიას შეკითხვამ გამოიწვია.

“შეიძლება თუ არა, რომ ერთი და იგივე მოსამართლემ, თითქმის იდენტური გარემოებების პირობებში, ჯერ ერთნაირად შეაფასოს საქმის შინაარსი, შემდეგ გავიდეს დრო, მოსამართლე დაფიქრდეს და სხვანაირად შეაფასოს საქმე იგივე მტკიცებულებებით,” – ჰკითხა ბოკერიამ ლაშა ქოჩიაშვილს.

საპასუხოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ “არავის დარწმუნება არ მჭირდება მაგ საქმეში. თქვენი დარწმუნება არ მჭირდება მართალ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით”.

გიგა ბოკერიას შეფასებით, “ასეთი პასუხით ქოჩიაშვილმა, ყველას მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები