დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია

დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“რა თქმა უნდა, მსურს მისი მოწვევა. ვფიქრობ, მას სურდა, რომ ჩამოსულიყო“,- აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ ზელენსკის ირგვლივ ხმაურიანი სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ივლისში გამართულ სატელეფონო საუბარში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო. ამ საქმესთან დაკავშირებით აშშ-ის კონგრესში განხილვები მიმდინარეობს, გადააჭარბა თუ არა ქვეყნის პრეზიდენტმა უფლებამოსილებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები