ერდოღანი სომეხთა გენოციდის აღიარებას, „აგორებულ ტყუილს უწოდებს
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის მისამართით „აგორებული ტყუილი აშშ-ის პარლამენტის მიერ არის მიღებული“.
ამის შესახებ ერდოღანმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ 1015 წლის მოვლენების სომეხთა გენოციდად აღიარების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ ტყუილი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მისამართის არის აგორებული, აშშ-ის პარლამენტმა მიიღო. ვამბობდით, რომ ეს ისტორიკოსების და არქეოლოგების სამუშაოა. მოდით, ვაიძულოთ ისინი კვლევებს შეუდგნენ და არა მისცენ ამათ პოლიტიკური სარჩული“, – აღნიშნა ერდოღანმა.
გარდა ამისა, თურქეთის ლიდერმა უპასუხისმგებლო უწოდა, პალატის მოთხოვნას, რომ მისი და თურქი მინისტრების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გამო სანქციები იყოს დაწესებული.
ერდოღანმა ასევე აშშ-ში 13 ნოემბრისთვის დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა და თქვა, რომ ის შეიძლება არ შედგეს.
„ჩემი გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“,-განაცხადა ერდოღანმა.