თურქეთი რუსულ სუ-35-ს არ იყიდის
თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის განცხადებით, ანკარა მოსკოვისგან სუ-35-ის ყიდვას არ გეგმავს.
ამის შესახებ თურქული გამოცემა Haberler წერს.
მინისტრის თქმით, მტკიცებულება იმის შესახებ, რომ თურქეთი სუ-35 მიიღებს, მცდარია.
ჰულუსი აქარი ამბობს, რომ თურქეთი F-35-ის ტიპის გამანადგურებლების შემუშავების საკითხში აშშ-ის მოკავშირეა და წესების დაცვის იმედს იტოვებს.
მედიაში თურქეთის მიერ რუსული გამანადგურებლების, სავარაუდო, ყიდვის შესახებ ინფორმაცია აქტიურად განიხილებოდა.
აღნიშნულს კი, უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ვაშინგტონი ანკარას F-35 აღარ მიყიდის იმის გამო, რომ თურქეთმა ს-400-ის ტიპის რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები იყიდა.