ნორვეგიის შეიარაღებული ძალები: რუსეთი ჩრდილოეთ ატლანტაში მასშტაბურ წყალქვეშა სწავლებას მართავს

ნორვეგიის შეიარაღებული ძალების ოფიციალური წარმომადგენლის ბრინიარ სტორდალის თქმით, რუსეთმა ჩრდილოეთ ატლანტაში, „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლების ფარგლებში, 10 წყალქვეშა ნავი გაგზავნა.

ნორვეგიის დაზვერვის ინფორმაციით, გასული კვირიდან, კოლის ნახევარკუნძულიდან რუსეთმა წყალქვეშა ნავები ატლანტის ოკეანეში გადაისროლა.

როგორც სტორდალმა აღნიშნა, „ამჟამად ჩრდილოეთ ატლანტაში აქტივობა შეინიშნება და ნორვეგია ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად, საჰარო და სახმელეთო საშუალებებით მონიტორინგს ახორციელებს“.

მოსალოდნელია, რომ ოპერაცია ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება, მისი მიზანია „აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსთვის საფრთხის შექმნის დემონსტრირებაა“.

26 ოქტომბერს რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ორი რუსული ატომური წყალქვეშა ნავი „ნიჟნი ნოვგოროდი“ და „პსკოვი“ამოცანების შესასრულებლად მზად არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები