ანკარა-ვაშინგტონს შორის დიპლომატიური სკანდალი მწიფდება – თურქეთის საგარეო უწყებაში აშშ-ის ელჩი დაიბარეს

თურქეთში აშშ-ის ელჩი დევიდ სატერფილდი, წარმომადგენელთა პალატის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების გამო, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული.

ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

29 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდს აღიარებს.

წარმომადგენლობითი პალატის გადაწყვეტილებას თურქეთის საგარეო უწყება გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ რეზოლუცია „შიდა მოხმარებისთვის“ არის მიღებული, და მას არავითარი „სამართლებრივი და ისტორიული საფუძველი არ გააჩნია“.

თურქეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ დოკუმენტი „შურისძიებას“ წარმოადგენს ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები