კამერუნში მეწყერის შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა

კამერუნის დასავლეთის რეგიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა, 34 დაკარგულად ითვლება.

Actu Cameroun-ის ინფორმაციით, მეწყერი ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ადგილობრივი ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები