ბელარუსი ლიტვის საზღვართან სამხედრო კონტინგენტს გაზრდის

ბელარუსი ლიტვის საზღვართან ჯარის სახმელეთო კონტინგენტის რაოდენობას გაზრდის.

ამის მიზეზი 2020 წელს ნატოს სამხედრო სწავლება Defender Europe გახდა.

როგორც ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი რიავკოვმა განაცხადა, „აღნიშნული იქნება შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებული ზომა“.

გარდა ამისა, მისი თქმით, მინსკში სარაკეტო ჯარის, არტილერიის, ავიაციის, მოტოტმსროლელთა, დესანტის მონაწილეობით ცალკეული ტაქტიკური ქმედება იგეგმება.

რიავკოვის თქმით, 2020 წელს რუსეთი და ბელარუსი ჯარის რეგიონალური დაჯგუფების გეგმას ცვლიან, ასევე ერთობლივ დაზვერვას განახორციელებენ. მინსკი ასევე დამატებით დიპლომატიურ და საინფორმაციო ზომებს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები