53 წლის შემდეგ პირველად NASA-მ მთვარის გარშემო მისიაზე ასტრონავტები გაგზავნა.
მისია არტემის II-ის რაკეტა ჯონ კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან ამ წუთებში აფრინდა.
ეს არის პირველი შემთხვევა ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, როდესაც ადამიანები დედამიწის ორბიტას გასცდნენ და მთვარის მიმართულებით გაემართნენ.
მისიის მიზანია ეკიპაჟის, ხომალდის სისტემებისა და ღრმა კოსმოსური ფრენისთვის საჭირო ტექნოლოგიების ტესტირება.
ასტრონავტები კოსმოსში 10 დღეს გაატარებენ, მათი ამოცანაა თანამგზავრის გარშემო ფრენა და დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნება.
ბოლო პილოტირებული მისია, რომელმაც ასტრონავტები მთვარის სიახლოვეს მიიყვანა, იყო Apollo 17 1972 წელს. მედიის თანახმად, ახალი მისია ამ ისტორიულ ეტაპს ასრულებს და კოსმოსური კვლევების ახალ ფაზას ხსნის.