სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილსა და საქართველოს დელეგაციას სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ უმასპინძლა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და პეტერ პელეგრინის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, დენისა საკოვას და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, რიხარდ რაშის.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში 3 აპრილს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები