პოლონეთში მამაკაცი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დააკავეს

პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით უწყების თანამშრომელი პეტრე ს. დააკავეს.

ამის შესახებ უწყების პრეს-მდივანმა სტანისლავ ჟარინმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გამომძიებლებმა რუსულ დაზვერვასთან მამაკაცის თანამშრომლობის მტკიცებულება მოიპოვეს.

ჩხრეკის დროს, ეჭვმიტანილის სახლში იარაღი და საბრძოლო მასალები, ასევე ყალბი დოკუმენტები იქნა ამოღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები