სომხეთის საგარეო უწყება: ჩავუშოღლუს განცხადება სომხეთის უსაფრთხოების საფრთხეს უქმნის

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს მიერ აზერბაიჯანში ვიზიტის დროს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

თურქეთის პირველმა დიპლომატმა 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ „კურთთა მუშათა პარტიის რიგებში სომეხი ტერორისტები დავაკავეთ. სომეხმა ტერორისტებმა თურქი დიპლომატები მოკლეს. ამიტომ, სადაც ტერორია, სომხებს ვხედავთ“.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოგრაბ მნაცაკიანმა განაცხადა, რომ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადების ასეთი ტონალობა და პოზიცია სიახლეს არ წარმოადგენს.

„მსგავსი განცხადებები ადრეც მოგვისმენია სხვა საბაბით. ეს განცხადება ადასტურებს ჩვენს მიდგომას, რომელიც საგარეო პოლიტიკაშია ჩადებული – ეს სომხეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, და ეს სერიოზული პრობლემაა“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები