„ოსტანკინომ“, შესაძლოა, მუშაობა შეაჩეროს

რუსეთის სატელევიზიო ტექნიკური ცენტრი „ოსტანკინო“ ფინანსური პრობლემების გამო, თანამშრომლების რაოდენობას ამცირებს.

ამის მიზეზი რუსული „პირველი არხის“ მიერ დაგროვილი დავალიანება გახდა.

ამის შესახებ ცენტრის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ შუბინმა განაცხადა.

მისი თქმით, პირველი არხის დავალიანებამ „ოსტანკინოს“ შემოსავლების მესამედის გარეშე დატოვა, რის გამოც ტელეცენტრის კლიენტების ეთერებს საფრთხე ემუქრება.

აგვისტოს ბოლოს-სექტემბრის დასაწყისში „ოსტანკინოდან“ ოპტიმიზაციის ფარგლებში 200-მდე ადამიანი იქნა სამსახურიდან გათავისუფლებული.

რუსული „პირველი არხის“ პრესსამსახურში განაცხადეს, რომ კომპანია „შეთანხმების შესაბამისად დავალიანებას გადაიხდის“.

ტელეცენტრის კლიენტთა შორის არიან „პირველი არხი“, ნტვ, „მატჩ ტვ“, „რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები