ტრამპის მრჩეველი: რუსეთი აშშ-ის მოკავშირე არ არის

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის წინააღმდეგ ოპერაციის შესახებ ინფორმაცია რუსეთს მიაწოდა, მოსკოვი ვაშინგტონის მოკავშირე არ არის.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო’ბრაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის და აშშ-ის ინტერესები ნაწილობრივ ემთხვევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას შეეხება.

ამასთან, ო’ბრაიენის თქმით, რუსეთი აშშ-ის მოკავშირე არ არის და ვაშინგტონისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები