„ისლამურ სახელმწიფოს“ ახალი ლიდერი ჰყავს

ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ ახალი ლიდერი ჰყავს. ამის შესახებ Newsweek-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დაჯგუფებას აბდულა ქარდაში უხელმძღვანელებს, რომელიც ასევე ჰაჯი აბდულა ალ-აფარის სახელით არის ცნობილი.

ალ-აფარი – ერაყის ყოფილი ოფიცერია, რომელიც სადამ ჰუსეინის ხელმძღვანელობით მსახურობდა.

Newsweek-ს წყარომ განუცხადა, რომ ალ-აფარი ალ-ბაღდადის შემცვლელად უკვე აგვისტოდან ითვლება.

27 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ ამერიკელმა სამხედროებმა სირიაში იდლიბის პროვინციაში „დაეშის“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდირება მოახდინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები