კოლუმბიაში საპრეზიდენტო ფლოტის ვერტმფრენი ჩამოვარდა, 6 ადამიანია დაღუპული

ცენტრალურ კოლუმბიაში ვერტმფრენმა, კატასტროფა განიცადა. საპრეზიდენტო ფლოტის კუთვნილი ვერტმფრენი 25 ოქტომბერს ჩამოვარდა, თუმცა ფაქტის შესახებ ცნობილი მხოლოდ 27-ში გახდა.

ავიაკატასტროფის შედეგად ეკიპაჟის 6 წევრი დაიღუპა.

როგორც მედიას კოლუმბიის საჰაერო ძალებში განუცხადეს, Bell 412-ის ჩამოვარდნის, სავარაუდო მიზეზი უამინდობა გახდა.

„კოლუმბიის პრეზიდენტი ივან დუკე ამ ვერტმფრენით ხშირად დაფრინავდა. მან დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა“, – აღნიშნეს უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები