მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი: ველოდებით კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებას
ჩვენ კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებას ველოდებით,- ამის შესახებ
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილმა, მეუფე იაკობის გუშინდელ განცხადებასთან დკავშირებით განცხადება გააკეთა. როგორც მეუფე აცხადებს, მნიშვნელვანია პატრიარქი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით რა გადაწვეტლებას მიიღებს.
“ნებისმიერ საკითხს, ნებისმიერ პრობლემას სჭირდება პირველ რიგში დანახვა, ანალიზი და შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა ამა თუ იმ პრობლემის მოსაგვარებლად. თავისთავად ასეთი მიდგომა, რომ ეს გაივლის და დრო თავისას იზამს მე ეჭვი მეპარება. ჩვენ ველოდებით კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებას. არსებობს დაინტერესება ჩემი მხრიდანაც, სხვების მხრიდანაც როდის იქნება, თუმცა ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. რატომ ყოვნდება და რატომ არ იქნა დღემდე მოწვეული სინოდის სხდომა ამის თქმა მე გამიჭირდება, ჩვენთვის არავის აუხსნია და გაუმხელია ეს”,- განაცხადა ეუფე გრიგოლმა.