თორნიკე მამალაძე: ჩემი ძმა მზად არის ყველაფერს ფარდა ახადოს – დიდი სკანდალი გველოდება

“მეუფე იაკობის განცხადებები მიანიშნებს იმას, რომ ეს ადამიანი ყველასგან გადაგდებული დარჩა”,- ასე ეხმაურება მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე მეუფე იაკობის გუშინდელ განცხადებას.

“ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, როგორც ხელისუფლებას, ისე საპატრიარქოს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებული საქმე ბუმერანგივით შემოუბრუნდებოდათ. ფაქტი სახეზეა, ერთმანეთზე გადაბრალებები დაიწყეს. მეუფე იაკობის განცხადებები მიანიშნებს იმას, რომ ეს ადამიანი ყველასგან გადაგდებული დარჩა, არის გაბოროტებული, თავის მხრივ მთავრობამ მოატყუა. საპატრიარქოს დაველოდებით და დიდი ალბათობით ისიც გაემიჯნება მეუფე იაკობს. მწერს ჩემი ძმა, რომ ის მზად არის ყველაფერს ფარდა ახადოს და დაწვრილებით ყველაფერზე ისაუბროს. აქედან გამომდინარე ყველაზე დიდი სკანდალი გველოდება,“ – განაცხადა მამალაძემ.

ცნობისთვის, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენებას სთავაზობდნენ. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები სხვა მეუფეებთანაც გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები