ზაალ უდუმაშვილი: პროკურატურამ რომც დაიწყოს გამოძიება ნიშნავს იმას, რომ გახარია, კვირიკაშვილი და გომელაური გამოკითხვაზე უნდა დაიბარონ
პროკურატურამ რომც დაიწყოს გამოძიება ნიშნავს იმას, რომ გახარია, კვირიკაშვილი და გომელაური გამოკითხვაზე უნდა დაიბარონ, – ასე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაალ უდუმაშვილი მეუფე იაკობის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას.
“სრული დუმილია, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე პროკურატურის მხრიდან. ეს გასაგებიცაა, რადგან ისინი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. პროკურატურამ რომც დაიწყოს გამოძიება ნიშნავს იმას, რომ გახარია, კვირიკაშვილი და გომელაური უნდა დაიბარონ გამოკითხვაზე უმძიმეს თემაზე, რომელსაც პატრიარქის ჩამოცილების თემა ჰქვია. საერთოდ ხმა რომ არ ამოიღონ, ამას შეიძლება ისეთი ვერსიების გავრცელება მოჰყვეს, რომელიც მძიმედ მოუბრუნდება ხელისუფლებას,“ – აღნიშნა უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენებას სთავაზობდნენ. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები სხვა მეუფეებთანაც გაიმართა.