ინგლისში მანქანაში ნაპოვნი ცხედრების საქმეზე დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ინგლისის პოლიციამ სატვირთო მანქანაში ნაპოვნი 39 მიგრანტის ცხედრების საქმეზე დაკავებული 2 კაცი და 1 ქალი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბრალდებულები ჩეშირის საგრაფოდან გასულ ოთხშაბათს, მკვლელობის და ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. ესექსის საგრაფოში სატვირთო მანქანის კონტეინერში 31 კაცისა და 8 ქალის ცხედარი 23 ოქტომბერს იპოვეს. 26 ოქტომბერს პოლიციამ მანქანის მძღოლ მორის რობინსონს მკვლელობაში ბრალი წაუყენა. ამ ეტაპზე სამართალდამცველები ცხედრების იდენტიფიცირებაზე მუშაობს, რისთვისაც დახმარება ვიეტნამს სთხოვეს, რადგან დაღუპულთა უმრავლესობა სავარაუდოდ ამ ქვეყნიდან იყო.