მამუკა მდინარაძე დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, საბურთალოს მე-4 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი – მამუკა მდინარაძე საბურთალოს მე-4 ოლქის მოსახლეობას შეხვდა. მდინარაძემ თბილისის საკრებულოში ამავე ოლქის მაჟორიტარ დეპუტატთან – ავთანდილ ცინცაძესთან ერთად მოსახლეობას მიმდინარე წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში ჩააბარა.

მისი თქმით, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში საბურთალოს მეოთხე საარჩევნო ოლქში გაკეთდა გაცილებით მეტი, ვიდრე წინა წლების განმავლობაში. რეაბილიტირდა სკვერები, რამდენიმე მოედანი, უკვე განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა.

“შემიძლია თამამად ვთქვა, რომ “ქართული ოცნების” ამომრჩეველი არის განსაკუთრებული ამომრჩეველი, რომელიც არ არის ორიენტირებული მხოლოდ იმაზე, რომ მოვიდეს და მხარი უპირობოდ დაგიჭიროს. შეხვედრებზეც კარგად ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ძალიან ადეკვატურები არიან. საყვედურსაც ამბობენ, შენიშვნასაც, მიგვითითებენ ნაკლოვანებებზე, ჩვენს შეცდომებზე, მაგრამ არ გვიკარგავენ იმ გაკეთებულ საქმეებს ამ ქვეყანაში და ამ რაიონში, რომელიც მართლაც ძალიან დადებითი, პოზიტიური დინამიკით მიდის და ეს უდაოდ დასაფასებელია”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები