ნინო ცაციაშვილი- ელექტრონული ზედამხედველობის მიზანი ერთის მხრივ, მსხვერპლის დაცვის მეტად უზრუნველყოფაა,  მეორეს მხრივ  მძიმე დანაშაულის პრევენციაა

შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო ცაციაშვილმა განაცხადა, რომ ელექტრონული ზედამხედველობის მიზანი ერთის მხრივ, მსხვერპლის დაცვის უფრო მეტად უზრუნველყოფა და გაძლიერება, მეორეს მხრივ კი უფრო მძიმე დანაშაულის პრევენციაა.

“ამ პროექტის მიზანია ერთის მხრივ, მსხვერპლის დაცვის უფრო მეტად უზრუნველყოფა და გაძლიერება, მეორეს მხრივ კი უფრო მძიმე დანაშაულის პრევენცია. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წინაპირობა გახლავთ შემაკავებელი ორდენის გამოცემა. მას შემდეგ, რაც გვექნება შემაკავებელი ორდენის გამოცემის საფუძველი და იარსებებს ძალადობის განმეორებით ჩადენის მაღალი საფრთხე, პოლიციის თანამშრომელი უფლებამოსილი იქნება შემაკავებელი ორდენის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით განახორციელოს ელექტრონული ზედამხედველობაც”,- განმარტა ცაციაშვილმა.

ელექტრონული ზედამხედველობა ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ- ამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის წარდგენა ხვალ ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები