მიხეილ რამიშვილი: დამნაშავე ეძებონ თავიანთ თავში და პირებში, რომლებიც საპატრიარქოში ფულის საშოვნელად არიან მოკალათებულები
“დამნაშავე ეძებონ თავიანთ თავში და პირებში, რომლებიც საპატრიარქოში ფულის საშოვნელად არიან მოკალათებულები”,- ასე გამოეხმაურა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობის გუშინდელ განცხადებებს. ადვოკატის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია გამოძიების დაწყება.
“რეაგირება უნდა მოჰყვეს დაუყონებლივ, ახლავე უნდა დაიწყონ გამოძიება. სინოდი უნდა შეიკრიბოს დაუყონებლივ და მოთხოვონ იაკობს დაასახელოს ყველაფერი და მოიტანოს ის მტკიცებულებები, რომლებზეც საუბრობს. პირდაპირ მოვუწოდებ პრეზიდენტსაც, ხომ დაინახეს ვინ ვინ არის, გაათავისუფლონ მამა გიორგი, უდანაშაულოა ეს ადამიანი და დამნაშავე ეძებონ თავიანთ თავში და პირებში, რომლებიც საპატრიარქოში ფულის საშოვნელად არიან მოკალათებულები,“ – განმარტა რამიშვილმა.
ცნობისთვის, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენებას სთავაზობდნენ. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები სხვა მეუფეებთანაც გაიმართა.