თეა წულუკიანი: მეუფე იაკობის განცხადებები ეკლესიას ჩრდილს აყენებს

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მეუფე იაკობის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მეუფე იაკობის განცხადებები ეკლესიას ჩრდილს აყენებს.

“არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ეს, რა თქმა უნდა, არის სისულელე. ძალიან გული მტკივა, რაც მეუფის მხრიდან მოვისმინეთ. ამგვარი განცხადებები, პირველ რიგში ეკლესიას აყენებს ჩრდილს და მე უარს ვამბობ მივიღო მონაწილეობა იმ ტიპის დებატში, რომელიც ეკლესიას მიაყენებს ჩრდილს და ასევე პატრიარქს გულს ატკენს,”– აღნიშნა წულუკიანმა.

ცნობისთვის, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენებას სთავაზობდნენ. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები სხვა მეუფეებთანაც გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები