დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი: სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება ჩვეულებრივი დაცემული ბუნების მახასიათებელი თვისებაა
“სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება ჩვეულებრივი დაცემული ბუნების მახასიათებელი თვისებაა “,- ასე გამოეხმაურა დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი მეუფე იაკობის გუშინდელ განცხადებას.
“სასულიერო პირმა აუცილებლად უნდა იზრუნოს მშვიდობის დამყარებისთვის უკლებლივ ყველა ადამიანს შორის. დაპირისპირება შეიძლება გვქონდეს ჩვენ ადამიანებს, მათ შორის სასულიერო პირებსაც, ეს ჩვეულებრივი დაცემული ბუნების მახასიათებელი თვისებაა, მაგრამ უნდა მოვერიდოთ მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ ყველაფრის შესახებ საჯაროდ და კაცთა წინაშე საუბარს. ყველა ჩემს კოლეგას, ყველა სასულიერო პირს მოვუწოდებ, რომ არ უნდა აყვნენ ასეთი საკითხების განსჯას არც სოციალურ ქსელებში, არც კომენტარებში და პოსტებში. ძალიან მძიმე მდგომარეობაა”,- განაცხადა დეკანოზმა.
ცნობისთვის, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენებას სთავაზობდნენ. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები სხვა მეუფეებთანაც გაიმართა.