კალიფორნიაში ხანძრის გამო 90 000 მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო

ჩრდილოეთ კალიფორნიაში ხანძრის გამო, საკუთარი საცხოვრებელი ადგილის დატოვება 90 000 მოქალაქეს მოუწია,- ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

“ბიბისის” ცნობით, კინკედის ხანძარმა უკვე 25,455 ჰექტარი (10,300 ჰექტარი) მიწის ნაკვეთი მოიცვა. ხანძრის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება მილიონობით აბონენტს შეუწყდა. საგანგებო მდგომაროება ლოს ანჯელესსა და სონომას რაიონშიც გამოცხადდა. ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ათასობით მეხანძრე ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები