გიუნტერ ოტინგერი: ევროკავშირმა თურქეთს სირიელი ლტოლვილების სარჩენად ნაკლები ფული უნდა უხადოს

“ევროკავშირმა თურქეთს სირიელი ლტოლვილების სარჩენად ნაკლები ფული უნდა უხადოს”,- ამის შესახებ საბიუჯეტო საკითხებში ევროკომისარმა, გიუნტერ ოტინგერმა გამოცემა “Welt am Sonntag”-თან ინტერვიუში საუბრისას განაცხადა.

“თურქეთი აპირებს, რომ ლტოლვილების ნაწილი სირიაში, სამხედრო ოპერაციის შედეგად გათავისუფლებულ “დაცულ ზონაში“ გაგზავნოს, შესაბამისად, თურქეთში მცხოვრები ლტოლვილების რიცხვი შემცირდება.​ გარდა ამისა, მომავალში ჩვენ ლტოლვილებს იორდანიასა და ლიბანში გამგზავრებას შევთავაზებთ. სჯობს, ადამიანებს მუდმივი საცხოვრებელი მივცეთ, ვიდრე ევროპაში შესვლის გარდა ყველა გზა გადავუკეტოთ. თურქეთსა ან იორდანიაში ცხოვრება მათთვის ნაკლებად სახიფათოა, ვიდრე ბერლინამდე მგზავრობა“, – აღნიშნა ევროკომისარმა.

გიუნტერ ოტინგერის თქმით, 2016 წლიდან ლტოლვილების სარჩენად ევროკავშირმა თურქეთს 6 მილიარდი ევრო გამოუყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები