ირაკლი ანდღულაძე: წინასწარი ვიზუალური დათვალიერებით საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება
წინასწარი ვიზუალური დათვალიერებით საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება,- ამის შესახებ ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილემ, ირაკლი ანდღულაძემ გურამიშვილის ქუჩაზე, ერთი კვირის წინ მომხდარი აფეთქების შედეგად, დაზიანებულ საცხოვრებელ კორპუსთან დაკავშირებით განაცხადა. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
“წინასწარი ვიზუალური დათვალიერებით მთლიან კორპუსს, მის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში დანარჩენ მოსახლეობას შევუშვებთ კორპუსში. ახლა მიმდინარეობს, განსაკუთრებით ეპიცენტრი სადაც იყო მეოთხე სართულის დამზღვევი და დასუფთავების სამუშაოები, რადგანაც სამხარაულის საინჟინრო ჯგუფი შევიდეს და გააკეთოს შესაბამისი დასკვნა”,- განმარტა ანდღულაძემ.
შეგახსენებთ, რომ გურამიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავებული, 39 წლის მამაკაცი, რომელსაც სხეულის 60 % აქვს დამწვარი ამ დრომდე კლინიკაში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.