პატრიარქი საკვირაო წირვას ვერ დაესწრება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დღეს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას ვერ დაესწრება, -ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განაცხადა.
“პატრიარქი სამი დღის წინ გაცივდა. ჩვეულებრივი გრიპული ვირუსია, არაფერი განსაკუთრებული. ტემპერატურა არ აქვს და არც მედიკამენტოზური მკურნალობა სჭირდება, უბრალოდ გართულებების თავიდან ასაცილებლად, სახლის პირობებში ყოფნა არის სასურველი. შესაბამისად, საკვირაო წირვას ის ვერ დაესწრება”, – განმარტა შარტავამ.