ერაყის პრემიერმა სპეცრაზმს ანტისამთავრობო დემონსტრაციების დაშლა დაავალა

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ადელ აბდელ მაჰდიმ სპეცრაზმს ბაღდადის ქუჩებში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციების დაშლა დაავალა,- ამის შესახებ სააგენტო​ “Reuters”-ი ერაყის ძალოვან სტრუქტურებში, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, ელიტური კონტრტერორისტული სპეცრაზმის მეთაურმა პრემიერისგან მანიფესტაციების დაშლისთვის “ყველა აუცილებელი ზომის” მიღება დაავალა.

საპროტესტო აქციები ერაყში პირველ ოქტომბერს დაიწყო. მოსახლეობა უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს და საჯარო უწყებებში კორუფციას აპროტესტებდა. ბოლო მონაცემებით, არეულობის დროს 157 დემონსტრანტი და 8 სამართალდამცველი დაიღუპა. ერაყის სამთავრობო კომიტეტმა, რომელიც ქვეყანაში არეულობის დროს დემონსტრანტების დაღუპვის ფაქტებს იძიებდა, 22 ოქტომბერს ანგარიში გამოაქვეყნა და მსხვერპლზე პასუხისმგებლობა ძალოვნებს დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები