“Newsweek”: ამერიკელმა სამხედროებმა “ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი მოკლეს

ამერიკელმა სამხედროებმა ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლეს,- ამის შესახებ გამოცემა “Newsweek”-ს სპეცოპერაციის დეტალებზე წვდომის მქონე ამერიკელმა სამხედრომ განუცხადა.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ „დიდი ალბათობით“ გადასცა თეთრ სახლს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირიაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში ბაღდადის ლიკვიდაცია მოხდა. უწყება ამ ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს.  შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, ალ-ბაღდადიმ თავი მოიკლა.

“Newsweek”-ის წყაროს თქმით, სპეცოპერაცია 26 ოქტომბერს ჩატარდა, მისი ჩატარების ადგილი კი გარკვეული დროის განმავლობაში ამერიკელი სამხედროების დაკვირვების ქვეშ იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები