“სითი მოლი საბურთალო”- სავაჭრო-გასართობი კომპლექსი ოფიციალურად გაიხსნა

სავაჭრო-გასართობი კომპლექსი “სითი მოლი საბურთალო” ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიაში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა – ნათია თურნავამ, თბილისის მერმა – კახა კალაძემ და “სითი მოლის” ინვესტორმა, ბიზნესმენმა -მინდია საბანაძემ მიიღეს მონაწილეობა.

ცენტრი ვაჟა – ფშაველას გამზირზე მდებარეობს და 120,000 კვ. მეტრზეა განლაგებული. პროექტისთვის 210 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა და 3,500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

სავაჭრო-გასართობი ცენტრის პროექტი ქართული ინვესტიციით განხორციელდა და მას მხარდაჭერა აღმოუჩინა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა 3,500 ახალი სამუშაო ადგილი,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები