საქართველოს ესთეტიკური მედიცინის მე-5 ნაციონალური კონგრესი გაიხსნა

სასტუმრო “ბილტმორში“ საქართველოს ესთეტიკური მედიცინის მე-5 ნაციონალური კონგრესი გაიხსნა. მასში მონაწილეობას იღებენ ესთეტიკური მედიცინის დარგში მოღვაწე უცხოელი და ქართველი წამყვანი სპეციალისტები.

ორდღიანი კონგრესის პირველი სესია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ – ზაზა ბოხუამ და საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების პრეზიდენტმა – ეკატერინე უგრეხელიძემ გახსნეს. კონგრესზე ესთეტიკური მედიცინის სხვადასხვა მიმართულებით ​ სესიები​ გაიმართა ​- დერმატო-ვენეროლოგია, პლასტიკური ქირურგია, უროლოგია, ესთეტიკური გინეკოლოგია და სხვ; დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა განიხილეს და კოლეგებს გაუზიარეს ესთეტიკურ მედიცინის უახლესი მიღწევები.

კონგრესის ორგანიზატორი საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოებაა. თანაორგანიზატორები კი არიან: საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დერმატო-ვენეროლოგიის დეპარტამენტი, საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა სამეცნიერო პროფესიული საზოგადოება.

საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოება ამავე მიმართულების მსოფლიო ორგანიზაციის 27-ე წევრია. ესთეტიკური მედიცინის მსოფლიო ორგანიზაცია UIME (Union Internationale de Médecine Esthétique) 40 წლის წინ საფრანგეთში ბელგიელი, ფრანგი, იტალიელი და ესპანელი კოლეგების მიერ დაარსდა. UIME მიზნად ისახავს ესთეტიკური მედიცინის დარგის განვითარებას, მედიცინის სხვადასხვა სფეროს ექიმების ურთიერთობას, გამოცდილების გაზიარებას. დღეს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე 34 ქვეყანა არის UIME-ს წევრი, რომლებიც ყოველწლიურად თავიანთ ქვეყნებში მართავენ ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო კონგრესებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები